რეზონანსი
27.05.2019

 (რეზონანსი) თავდაცვის სამინისტრო იმ სამხედროებთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომლებმაც დღეს რუსთავში მეგობრობის გამზირზე ბავშვები ხანძრისგან გადაარჩინეს.

კაპიტანი ალექსანდრე ჯანიაშვილი, უფროსი ლეიტენანტი გიორგი მუსელიანი და კაპრალი დავით კვიწინაძე მომხდარის დეტალებს იხსენებენ.

ჯარისკაცები რუსთავში გასამართ ღონისძიებაზე მიდიოდნენ, როცა გზიდან შეამჩნიეს, რომ ფანჯრიდან კვამლი გამოდიოდა, ადგილზე მისულებს კი ბინაში ძლიერი ხანძარი დახვდათ.

სამხედროებმა ბინიდან 2 ბავშვი, მთლიანად კორპუსიდან კი 3 ბავშვი გამოიყვანეს.

  

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×