რეზონანსი
28.05.2019

 ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - მარჯანიშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა. ავტომობილში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო. 

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცს თავის არეში მრავლობითი სისხლჩაქცევები აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×