რეზონანსი
28.05.2019

გუ­შინ ტყი­ბულ­ში ნახ­ში­რის გარე მო­პო­ვე­ბის კერ­ძო კა­რი­ერ­ზე მი­წის მა­სის ჩა­მოშ­ლას მო­რი­გი მე­შახ­ტის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი 55 წლის ნუგ­ზარ ხვა­და­გი­ა­ნია. მე­შახ­ტეს მშობ­ლე­ბი და­ღუ­პუ­ლი ჰყავ­და, ცოლ-შვი­ლი კი არ ჰყო­ლია. ნუგ­ზარ ხვა­და­გი­ა­ნის ერ­თა­დერ­თი ძმა ცოტა ხნის წინ რუ­სეთ­ში სა­მუ­შა­ოდ გა­ემ­გზავ­რა.

 ტყი­ბუ­ლის კა­რი­ერ­ზე მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, „საქ­ნახ­შირ­მა“ გუ­შინ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 2018 წლის 16 ივ­ლი­სის შემ­დეგ ტყი­ბულ­ში ნახ­ში­რის მო­პო­ვე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ჩე­რე­ბუ­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, კომ­პა­ნი­ამ შე­ა­ჩე­რა ყვე­ლა კონ­ტრაქ­ტორ და კერ­ძო პირ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი და მი­მარ­თა მათ სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა გა­ე­ტა­ნათ. მა­თი­ვე ცნო­ბით, მას შემ­დეგ, რაც "საქ­ნახ­შირ­მა" რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­ფიქ­სი­რა კა­რი­ე­რებ­ზე უნე­ბარ­თვო შეჭ­რა, კომ­პა­ნი­ის მხრი­დან გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მი­მართ, წე­რი­ლო­ბი­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და, რათა წი­ა­ღის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბის ფაქ­ტე­ბის აღ­კვე­თის მიზ­ნით, შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ.

(ამბები)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×