ოთარ ფარცხალაძის მეუღლემ, ქეთევან ცქვიტინიძემ, ბოლო წლების განმავლობაში 7 ბინა, კომერციული ფართები და ავტოფარეხები დაირეგისტრირა. საინტერესოა რა ქონებას ფლობს ყოფილი პროკურორის ოჯახის წევრი? აღმოჩნდა, რომ ქალბატონმა ქეთევანმა, ბოლო დროს, მნიშვნელოვანი ქონება გადაიფორმა.
2018 წლის 9 იანვარს, ოთარ ფარცხალაძის მეუღლის საკუთრებაში გადავიდა ჯანაშიას 28 ნომერში მდებარე ბინა ნომერი 17. ფართი – 150 კვ/მ.
2017 წლის 17 თებერვალს, ოთარ ფარცხალაძის მეუღლემ გადაიფორმა საცხოვრებელი ბინა ყაზბეგის 34-ში. მერვე სართულზე. ბინა 16ბ. ფართი – 61 კვ/მ
2016 წლის 28 დეკემბერს, ქეთევან ცქვიტინიძემ შეიძინა უძრავი ქონება (ავტოფარეხი) ბარნოვის 51-შიც. ფართი –
15 კვ/მ
2016 წლის 26 აგვისტოს, ქეთევან ცქვიტინიძემ უძრავი ქონება დაირეგისტრირა დაბა ბაკურიანში – „დიდველი“. სართული 6, ბინა 503. ფართი – 25 კვ/მ
2016 წლის 29 აგვისტოს კი, ფარცხალაძის მეუღლემ ბინა იყიდა ბათუმში, ხიმშიაშვილის 15 ნომერში, მეოცე სართულზე. ფართი – 44 კვ/მ
2016 წლის 7 ივლისს, ოთარ ფარცხალაძის მეუღლის სახელზე დარეგისტრირდა კომერციული ფართი ნომერი 2, ყიფშიძის 9-შიც. ფართი – 101 კვ/მ
2016 წლის 22 იანვარს მანვე შეიძინა ავტოფარეხი ნომერი 11 – ყაზბეგზე, 34 ნომერში.
2015 წლის 22 დეკემბერს, ქეთევან ცქვიტინიძის სახელზე გადავიდა კოსტავას 60-ში მდებარე უძრავი ქონებაც. ფართი – 90 კვ/მ
2015 წლის 15 ივნისს, ოთარ ფარცხალაძის მეუღლემ შეიძინა უძრავი ქონება მგალობლიშვილის 13-ში. პირველი სადარბაზო, სართული 4, ბინა 16. ფართი – 77 კვ/მ
2015 წლის 11 მაისს ოთარ ფარცხალაძის მეუღლის, ქეთევან ცქვიტინიძის სახელზე გაფორმდა ალექსანდრე ყაზბეგის ნომერ 34-ში მდებარე ფართი – სართული 8, ბინა 78 ა. ფართი 40 კვ/მ
ბოლო 3.5 წლის განმავლობაში მან ჯამში 7 ბინა, კომერსიული ფართები და ავტოფარეხები შეიძინა. რა თანხა დაუჯდა ოთარ ფარცხალაძის მეუღლეს შეძენილი ოქნება, ეს უცნობია. თუმცა, თუ ადგილმდებარეობასა და შენაძენს გავითვალისწინებთ, შეძენილი უძრავი ქონების ჯამი 2 მილიონ ლარზე მეტი უნდა იყოს.
(cyc.ge)