რეზონანსი
28.05.2019

მაისის ბაშოს დასრულების შემდეგ, ტრადიციულად სუმოს საბჭოში განიხილეს განვლილი ბაშო და აქცენტები გაამახვილეს შიმპანის (მსაჯთა საბჭოს) გადაწყვეტილებაზე.

tachiai.org-ზე გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოში განხილვის დროს სუმოს მამებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს გამართულ ორთაბრძოლას, სადაც ტოჩინოშინი ასანოიამას დაუპირისპირდა. 

როგორც მოგეხსენებათ, ქართველმა რიკიშიმ აბსოლუტურად ყველა წესის დაცვით მოიპოვა გამარჯვება ასანოიამას წინააღმდეგ, თუმცა შიმპანმა ქართველს მოგება არ ჩაუთვალა, რის გამოც ლევანს იმპერატორის თასის დაუფლების შანსი აღარ ჰქონდა. 

სუმოს მამები ადასტურებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც შიმპანის გადაწყვეტილება აბსოლუტურად არასრულყოფილი და დამაბნეველი იყო. სწორედ ამიტომაც მოჰყვა ამ ბრძოლას ასეთი აჟიოტაჟი.

ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოზე ოძეკის რანგი მაინც დაიბრუნა. მან იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა ნაცუ ბაშო მე-14 დღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×