რეზონანსი
29.05.2019

 ბარსელონაში პოლიციამ ძარცვაში ეჭვმიტანილი 22 ადამიანი დააკავა. ბრალდებულებს შორის სამი ქართველია.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ეჭვმიტანილებზე პოლიციამ ძებნა გასული წლის დეკემბრიდან გამოაცხადა, ძალოვნებმა ისინი სათვალთვალო კამერებიდან მიღებული ინფორმაციის დახმარებით დააკავეს.

სამართალდამცველები ამბობენ, რომ მძარცველთა ჯგუფი გასაძარცვად იმ სახლებს არჩევდა, რომელთაც ეზო და შუშებიანი კარები ჰქონდათ. გარდა ამისა, დამნაშავეთა ჯგუფი ქურდავდა ტანსაცმლის მაღაზიებს, რესტორნებს და აფთიაქებსაც.

ეჭვმიტანილების ბინებიდან პოლიციამ 9 ათასი ევრო, კომპიუტერები და მობილური ტელეფონები ამოიღო.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×