"ოპოზიციის შიგნით მიდის პროცესი, კონსულტაციები, მაგრამ რა კონფიგურაციას მიიღებს 2020 წლის არჩევნებისთვის, საუბარი ნაადრევია, თუმცა, გადაადგილებები ოპოზიციურ ძალებში მოხდება."
აცხადებს პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
"რეზონანსი" ექსპერტთა გარკვეული ნაწილი, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში გარკვეულ ცვლილებებს ელის, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?
დავით ზურაბიშვილი: მე მგონი, რომ შალვა შავგულიძე მეორე ტურში გაიმარჯვებს, რაც დარტყმა იქნება "ოცნებისთვის," ძალიან კარგი კი მთლიანობაში ოპოზიციისთვის, რადგან ასეთი პრეცენდენტი არ ყოფილა..
რაც შეეხება ამ არჩევნების შემდეგ ოპოზიცის სამომავალო გეგმებს, არა მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დაიშალოს. იგი კვლავ რჩება რეიტინგულ ოპოზიციურ ძალად და ამას აჩვენებს ყველა არჩევნების შედეგები.
ოპოზიციის შიგნით მიდის პროცესი, კონსულტაციები და რა კონფიგურაციას მიიღებს 2020 წლის არჩევნებისთვის საუბარი ნაადრევია, თუმცა, რაღაც კონფიგურაციას მიიღებს და ოპოზიციურ ძალებში გადაადგილება მოხდება.
რევოლუციური გზა ხელისუფლების შესაცვლელად გამორიცხულია და ამაზე საუბარი საერთოდ არ უნდა იყოს. სააკაშვილი თავისი განცხადებებით უფრო აზიანებს ოპოზიციის პერსპექტივას.
"რ": სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში აპირებს აქტიურად ჩართვას. რა პერსპექტივა აქვს სააკაშვილს უკრაინაში?
დ.ზ: არ მგონია, რომ სააკაშვილს უკარინაში რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს, რადგან ისეთი მაღალი რეიტინგის მქონე ფიგურა არ არის, რომ უკრაინის პოლიტიკურ ლიდერი გახდეს. მიდგება-მოდგება და ეს არის.
არც საქართველში აქვს პერსპექტივა, მიუხადავად იმისა, რომ მყარი ამომრჩეველი ჰყავს, მაგრამ უფრო მეტია ის ხალხი ვინც მისი კატეგორიული წინაღმდეგია და არ უნდათ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდეს, მათ შორის ისინიც ვისაც ეს ხელისუფლება არ უნდა.
"რ": თუმცა, სააკაშვილი თავის პერსპექტივას საქართველოში, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, დავით გარეჯის პრობლემის მოგვარებაში ხედავს და ამბობს, რომ ბაქოში თავისი კავშირებით ამ პრობლემას მოაგვარებს.
დ.ზ: ეს განცხადება არის პიარის კონტექსტში გაკეთებული. გააჩნია რას დავარქმევთ მოგვარებას? დავთი გარეჯის პრობლემასთან დაკავშირებით შეთანხმება უნდა მოხდეს - ორივე ქვეყნის პირველ პირებს შორის; რა თქმა უნდა, ბახტაძეს არ ვგულისხმობ, ივანიშვილს და ალიევს. ალიევმაც ძალიან კარგად იცის, ვინ არის საქართველოში პირველი პირი და ვინ იღებს გადაწყვეტილებებს.