(რეზონანსი) მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმები წესდება.
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში (BUS LANE) მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, გაჩერება ან დგომა.
წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან “TEST“ ნომრის გარეშე, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
პროექტის თავდაპირველ ვარიანტში გათვალისწინებული იყო 50 ლარიანი ჯარიმა სატრანპორტო საშუალების 3 თვეზე მეტი ვადით მიტოვებაზე, თუმცა განხილვის პროცესში ამდაგვარი ჯარიმის შემოღებაზე გადაწყვეტილება შეიცვალა.