რეზონანსი
30.05.2019

დღეს ჟურნალისტ ნინი ჯაფარიძეს დაკრძალავენ. იგი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. მეგობრები მას ემოციურ მიმართვას უძღვნიან:

„ჩვენი ლამაზი, ღიმილიან-სიცილიანი გოგო უკანასკნელ გზაზე უნდა გავაცილოთ. სიტყვებს ვერ ვპოულობ, როგორ დაგემშვიდობოთ, რა ვთქვათ ისეთი, რომ შენგან დატოვებული სიცარიელე შეავსოს, მხოლოდ ბოდიში თუ უნებლიეთ, რაღაც გაწყენინეთ, თუ შენი სიკეთე და სიყვარული სათანადოდ ვერ დავაფასეთ, რომ ცხოვრებას უფრო მეტი დრო არ გამოვსტაცეთ შენთან ურთიერთობისთვის. მარადიულ სინათლესა და სიმსუბუქეში წახვედი. თავგანწირვაც მოასწარი, სრულებით შეგნებულად და გააზრებულად გაიარე ხანმოკლე გზა დედობისკენ და დარწმუნებული ვარ, ახლა ცხოვრებას შენს ულამაზეს გოგონაში განაგრძობ. მშვიდად განისვენე ჩემო გემრიელო გოგო, ნინი“, - წერს სოციალურ ქსელში ჟურალისტის კოლეგა და მეგობარი შორენა პაპაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×