რეზონანსი
30.05.2019

 მამაკაცი, რომელსაც საკუთარი ძმისშვილი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა, დაკავებულია. ინფორმაციას “ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. 

ძალადობის მსხვერპლი ამბობდა რომ ბიძა მასზე და დედამისზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა.

„ხუთჯერ ნასამართლევია. ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვს. ორი დღის წინ ციხიდან, რომ გამოდიოდა არ ვიცოდით. ერთ ეზოში ვცხოვრობთ და გარეთ გასვლას გვიკრძალავდა. მასთან ერთად ქალიც ცხოვრობს, რომელმაც ძალით მოაწერინა ხელი. ბიძაჩემი რამდენჯერმე შემოგვივარდა სახლში და დედას ხელით შეეხო. პატრულიც გამოვიძახე. იმედია იმ კაცს ციხიდან აღარ გამოუშვებენ. თორემ, მკვლელობით დამთავრდება ეს საქმე. ან მე მოვკლავ ან მე მომკლავს,“- განაცხადა დაზარალებულმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×