რეზონანსი
30.05.2019

 (რეზონანსი) „ევროპული საქართველოს" წევრის ზურა ჭიაბერაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დაადასტურა ის, რომ ლარის გაუფასურების პარალელურად, ფასები მკვეთრად მოიმატებს.

„ყველაზე საგანგაშო, რაც გუშინ მოვისმინეთ, არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადება, რომ ინფლაცია ანუ ფასების ზრდა გადააჭარბებს სამიზნე მაჩვენებელს. ეს ნიშნავს, რომ მან დაადასტურა, რომ ლარის ეს რყევა გადაიზრდება ფასების ისეთ ზრდაში, რომელიც აისახება ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე. საბანკო რეგულაციებით კობა გვენეტაძემ უკვე შეზღუდა ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ახლა ის უფრთხის მონეტარული განაკვეთის გაზრდას, რომ კიდევ უფრო არ შეამციროს ეკონომიკური ზრდა. ამიტომაც ვამბობთ, რომ რაც მეტია რეგულაცია მით უფრო დაბალი ეკონომიკური ზრდაა და უფრო სუსტია ლარი და უფრო მაღალია ფასების ზრდა შესაბამისად და გამოსავალი ამიტომაც არის დაბალი გადასახადები და ნაკლები რეგულაციები,“-განაცხადა ზურა ჭიაბერაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×