რეზონანსი
30.05.2019

 (რეზონანსი) მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურები საქართველოს პროკურატურას აქვს დაწყებული და ეს სამართლებრივი პროცედურები არ შეწყვეტილა. ამის შესახებ პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, მისი მოქალაქეობის დაკარგვის, ან აღდგენის ფაქტი მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნასთან და საექსტრადიციო პროცედურებთან არავითარ კავშირში არ არის და მიმდინარე პროცესზე ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს.

სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა და ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგება.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პროკურატურა ედავება და მის ექსტრადიციას ითხოვს. აქედან ერთ-ერთ საქმეზე, კერძოდ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულთა შეწყალების საქმეზე 5 იანვარს ქართულმა სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირა და 3 წლით პატიმრობა დარჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×