რეზონანსი
30.05.2019

 (რეზონანსი) "რუსთავის საბავშვო ბაგა - ბაღების გაერთიანება" სოციალურ ქსელში ეს­პა­ნეთ­ში დაღუპული ბავ­შვის, ანა იშხნე­ლის შე­სა­ხებ წერს.

"ძალიან ძნელია დაწერო რამე, როცა თავად ხარ ჭირისუფალი, როცა ყველაზე მძიმე ომს აგებ - ომს სიკვდილთან და მეორე ნაპირზე შენი პატარა რჩება...ძნელია, იპოვო სიტყვები სხვებისთვის, როცა მათ აზრი და ძალა აქვს დაკარგული, ანუგეშო შენი მეგობარი, როცა ხელი და ხმა გიკანკალებს...გზაფრავს უჩვეულოდ დადუმებული საბავშვო ბაღი და ატირებული პატარები, მათთვის რაღაც უცნობი და უსაშველოდ დიდით შეშინებულები...ასგზის ძნელია, როცა ჭირისუფალი შენი მეგობარია, მთელი ქალაქისთვის საყვარელი კაცი - დათო იშხნელი...

უნდა წამოვდგეთ, უნდა შევძლოთ, უნდა დავხვდეთ.. იმ სიყვარულის დაბრუნების დროა, რასაც ეს ულამაზესი ოჯახი თესდა, იმ სიკეთის, რომელსაც არასოდეს ახმოვანებდა...

ანა იშხნელი ჩვენი შვილია!

ჩვენო პატარა, რუსთავი გელოდება, შვილო" - აღნიშნულია ააიპ “რუსთავის საბავშვო ბაგა - ბაღების გაერთიანების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×