ლექტორი ლაშა ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"სტუდენტის (ბიჭის) დედა მოვიდა ლექციაზე იმის გადასამოწმებლად, ესწრება თუ არა მისი შვილი ლექციებს. გაირკვა, რომ ის აუდიტორიაში არ არის. ითხოვა, თუ შეილება დავჯდები და დაველოდებიო.
რა თქმა უნდა, დავრთე ნება ლექციაზე დასწრების.
შესვენებაზე მეუბნება: ასეთ საინტერესო ლექციას ნორმალური კაცი თუ გააცდენდაო, მერე ქართული თეატრის პრობლემებზე მეკამათა და ახლა ისტერიულად ურეკავს შვილს, რომელიც ეუბნება, რომ ლექციაზეა და ტელეფონს უთიშავს."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე