რეზონანსი
30.05.2019

 (რეზონანსი) ქუთაისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარე ნანა კოსტავამ სალომე ბარკერთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ განმარტა, რომ ბლოგერის ოჯახის ტრაგედიის შესახებ არ იცოდა.

„ჩემო მეგობრებო, ნამდვილად არ ვიცოდი სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი უბედურება....ვუსამძიმრებ მის ოჯახს და განვიცდი ნამდვილად, მე ჩემი მენტალობიდან გამომდინარე ვებრძვი ჩემი გვერდიდან ქართული ფასეულობებისა და მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს, მეც შვილების დედა ვარ და ზუსტად ისეთივე შოკს და ტრაგედიას განვიცდი , რასაც ეს ოჯახი. მომიტევეთ და მაპატიეთ",- დაწერა კოსტავამ.

მანამდე კოსტავამ სოციალურ ქსელში ბარკერის ფოტო გააზიარა და დაწერდა: „კაი დღეში ხარ, ახლა იცინე".

რამდენიმე დღის წინ სალომე ბარკერის და, ლაგოდეხში ექსკურსიაზე წასული 16 წლის გოგო, სოფო ნიკოლეიშვილი გურგენიანის ჩანჩქერზე ტრაგიკულად დაიღუპა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×