რეზონანსი
30.05.2019

დავით გარეჯის და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ივნისის ბოლოს, თბილისში გაიმართება.  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. დავით ზალკალიანმა მოლაპარაკებების განახლებამდე დაგეგმილ სამუშაოებზე, ამასთან ორივე მხარისთვის მისაღები შედეგების დადგომის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, არის შეთანხმება მიღწეული, რომ სანამ მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართება, ჩვენ ველით, რომ ექსპერტები ადგილზე შეისწავლიან სიტუაციას. მზადყოფნა არის კომისიის ყველა მონაწილის მხრიდან და უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს უკვე თბილისში გაიმართება მეორე რაუნდი. ის ნება, რომელიც გამოხატულია როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოს მხრიდან, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შესაძლებელია მიღწეული იყოს ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება“, -აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×