რეზონანსი
30.05.2019

  ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთნებს ბოლო თვეების განმავლობაში საარსებო მინიმუმზე ნაკლებ ანაზღაურებაზე უწევთ მუშაობა. კარდიოლოგიური განყოფილების 11 ექთანი თვეში 30 ლარს იღებს. სამი, დღის განმავლობაში მუშაობს, დანარჩენი კი ღამით მორიგეობს. მათი თქმით, 100 ლარიც კი მათთვის საოცნებო ხელფასია.

ბათუმის ერთადერთ სახელმწიფო საავადმყოფოში ექთნების ხელფასი პაციენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული. კლინიკაში გაუსაძლისი პირობების გამო მათი რაოდენობა 20-ჯერ შემცირდა.

ახალი შენობა, სადაც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა განთავსდეს, უკვე აშენებულია, თუმცა შიგნით არც ინვენტარი და არც სხვა აუცილებელი ნივთები არ არის.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული დეპარტამენტის უფროსი, ბენო ჭელიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის აგარაკთან შიმშილობის დაწყებას აპირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×