რეზონანსი
31.05.2019

 მომხმარებელი ნათია მჟავანაძე, სოციალურ ჯგუფში "სასოწარკვეთილი მომხმარებელი" ასეთ ინფორმაციას აქვეყნებს:

"აი, ჩემი სასოწარკვეთილების არა, მაგრამ განრისხების დრო მოვიდა. გუშინ "ნიკორაში" შევირბინე წვენების საყიდლად. ზედა თაროზე ავიღე კამპას წვენი და გადმოვარდა სამი რაღაც სხვა. მოკლედ, ხდება ხოლმე - გაუფრთხილებლობით არ მომსვლია, პირიქით, ფრთხილად ვიყავი, ალბათ, ცუდად იდო ან გამოედო. მოცვივდნენ გოგონები, აშკარად ახალი დაწყებული ჰქონდა ერთს სამუშაო. მენეჯერს დაურეკეს და ტელეფონში მაცნობა, რომ უნდა გადავიხადო. რომ ავუხსენი სიტუაცია - კარგი არა უშავს, ბავშვები გადაიხდიანო. წარმოგიდგენიათ?! ბავშვები გადაიხდიანო! ამაზე თმა დამიდგა ყალყზე, ისედაც რას უხდიან, რომ შემთხვევით მიყენებულ ზიანზე საკუთარი ხელფასით გადაიხადონ. 

ასეთი რეგულაცია არის არაჰუმანური საკუთარი თანამშრომლების მიმართ, ჩვეულებრივი შანტაჟი მომხმარებლის მიმართ და ზოგადად ღორებს რას ვერჩი და ნაგვობა ჰქვია! კარგი და არ მქონოდა ფული ან დამეკიდებინა ის შეშინებული გოგოები თავისი არაადეკვატური სამუშაო პირობებით, რატომ უნდა გადაეხადათ თანამშრომლებს ზარალი? ან მე რომ სინდისზე მაგდებენ, ეს ადეკვატურ სტრატეგიად მიაჩნიათ მომხმარებლის მიმართ? მოკლედ, ჩემი ოჯახი აღარ ისარგებლებს ამ ქსელით, რადგანაც არაჰუმანურები, უპასუხისმგებლოები და ჩვეულებრივი მონათმფლობელები არიან!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×