(რეზონანსი) მე სამსახიობო ნიჭში სამწუხაროდ, კონკურენციაში ვერ შევალ ზოგიერთ წარმომადგენელთან. ამიტომ, გთხოვთ, შინაარსზე გაამახვილეთ ყურადღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში საბანკო რეგულაციების შესახებ ოპოზიციის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„რეალობის მოსმენა უნდა ისწავლოთ მეგობრებო - არსებობს წინსვლები და არსებობს გამოწვევები. მე სამსახიობო ნიჭში სამწუხაროდ, კონკურენციაში ვერ შევალ ზოგიერთ წარმომადგენელთან, ამიტომ, გთხოვთ, შინაარსზე გაამახვილეთ ყურადღება, თუ გაქვთ შინაარსობრივი შეკითხვები" - განაცხადა ბახტაძემ.
პლენარული სხდომა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენენ ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატები რეგლამენტს აპროტესტებენ.