ია აბულაშვილი
31.05.2019

 „უკრაინაში 4 წელი გავატარე და მას შემდეგ კონტაქტი არ გამიწყვეტია იმ ხალხთან, ვინც ჩართული იყო ანტიკორუფციული პროექტების განხორციელებაში. ამჯერადაც, თუ ჩემი გამოცდილება დასჭირდებათ, არ გამოვრიცხავ ჩავერთო ახალი  რეფორმების გატარებაში“, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე  გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში  ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც, რეფორმების გატრებაში ქართველი თანაპარტიელები დაეხმარებიან.

„მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი უკრაინაში დაბრუნდა, რათა ახლად არჩეულ პრეზიდენტს რეფორმების გატარებაში დაეხმაროს. თავად ზელენსკიც თავის განცხადებებში აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს დიდი გამოცდილება. 

„კონკრეტულად ვერ გეტყვით რა კუთხით წარიმართება თანამშრომლობა, კონსულტაციების სახით თუ ანტიკრუფიცული რეფორმების სწორი მიმართულებით დაგეგმვაში. არც იმის თაობაზე ვფლობ ინფორმაციას, ვინ იქნებიან ჩართული რეფორმების გატარებაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად, თუნდაც საქართველოდან. 

თუ  ჩემი გამოცდილება დასჭირდებათ, არ გამოვრიცხავ, რომ ჩავერთვები. უკრაინაში 4 წელი გავატარე და დღემდე არ გამიწყვეტია კავშირი იმ  ადამიანებთან, ვინც ჩართული იყვნენ ანტიკორუფციული რეფორმების გატარებაში. შემიძლია ვთქვა, რომ პოლიციის რეფორმის წარმატებით განხორციელება ქართველი რეფორმატორების დამსახურებაა.

„რაც შეეხება  მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას, მასთან მუდმივი კონტაქტი მაქვს, იგი ჩვენი პარტიის  ლიდერი და დამფუძნებელია, ასევე ჩემი მეგობარი. უკრაინაშიც ხშირად ჩავდივარ და ამ ჯერზეც, როდესაც ჩავალ, აუცილებლად შევხვდები“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ხატია დეკანოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×