ია აბულაშვილი
31.05.2019

 „უდანაშაულობის პრეზუმციას არ ვარღვევ და არც იმას ვამბობ, რომ ყველანი უნდა დაიჭირონ, მაგრამ ეს ინფორმაცია ჩვენ ჯერ კიდევ 2015 წელს გვქონდა - 2 მილიონი ლარი ისეა გამქრალი, რომ სახლის ბალავარიც არ არის გაკეთებული“, - ასე  ეხმაურება პარლამენტის ყოფილი წევრი მურმან დუმბაძე, ბათუმის მერიაში ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების დაკავებას.

„უდანაშაულობის პრეზუმციას არ ვარღვევ და არც იმას ვამბობ, რომ ყვლანი უნდა დაიჭირონ, მაგრამა ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ ჯერ კიდევ 2015 წელს გვქონდა და 2019-ში, 4 წლის შემდეგ იჭერენ ხალხს. თუმცა, 2016 წლიდან მოყოლებული დღემე ხომ სულ არჩევნებია...

„რა თქმა უნდა, საქმეს მსვლელობა უნდა მისცემოდა და აქ პოლიტიკას ნამდვილად ვერ ვხედავ, მაგრამ არა მხოლოდ ეს საქმე, კიდევ ბევრი სხვა საქმეები უნდა იქნას ბოლომდე გამოძიებული. 2 მილიონი ლარი ისეა  გამქრალი, რომ სახლის ბალავარიც არ არის გაკეთებული. 

„კორუფცია ყვავისო... ყვავის იმიტომ, რომ კვლავ გრძელდება ჩაწყობების მთელი სერია სიდედრებთან, სიმამრებთან, მეგობრებთან, სუფრაზე. არავითარი კონკურენცია, მხოლოდ ჩაწყობები. ერმაკოვი როგორ შეიძლებოდა ქალაქის მერად დაენიშნათ?! ჯერ ასლან აბაშიძის ემსახურებოდა, შემდეგ სააკშვილთან გადაბარგდა, მერე ივანიშივილის გარემოცვასთან ჩააწყო საქმე. ასეთ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე ჩაწყობებით კი არა, იდეალებით უნდა მოდიოდნენ. 

„მარტო ერმაკოვზე არ  ვამბობ, სხვებზეც. როგორ შეიძლება თანამდებობაზე დაენიშნათ ხალხი, ვინც ბათუმში შემოსასვლელად მოსახლოებას პასპორტებს უსინჯავდა?!“ - განაცხადა „რეზონანსთან“ მურმან დუმბაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×