საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს შორის სახელმწიფო საზღვრის სადაო დავით გარეჯის მონაკვეთზე მორიგი შეხვედრა ივნისშია დაგეგმილი, თუმცა მანამდე აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის მონასტერთან მისასვლელი გზა კვლავ ჩაკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას „რეზონანს“ მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრი დავით ქაცარავა აწვდის.
ქაცარავა ამბობს, რომ პარასკევს დილიდან ისინი გრეჯის ტერიტორიაზე პატრულირებას ახორციელებენ და ქართველმა მესაზღვრეებმა მათ განუმარტეს, რომ ჩიჩხიტურის მონასტერთან მისასვლელი გზა კვლავ ჩაიკეტა და მათი გაშვვების უფლება აღარ აქვთ.
მისი თქმით, აზრებაიჯანის მხრიდან დილიდან გარეჯსი მიმდებარე ტერიტორიაზე სროლების ხმა ისმოდა, ასევე სამხედროების და სამხედრო ავტომობილების ინტენსიური გადაადგილება შეინიშნებოდა.
ქაცარავა აცხადებს, რომ აზერბაიჯანელები გარეჯის მიმდებარედ სამხედრო წვრთნებს ატარებენ და მიმდებარედ სამხედროების რაოდენობა გაზრდილია.
„დილიდან გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებას ვახორციელებთ. აღდგომის ტაძართან, უკვე კელიებთან როდესაც მივედით, ქართველმა მესაზღვრეებმა გვითხრეს, რომ აზერბაიჯაელებმა გზა გადაკეტეს და ჩიჩხიტურის მონასტრის მიმართულებით გზას ვეღარ გავაგრძელებდით. შემდეგ დავინახეთ, რომ აზერბაიჯანელებს ესაუბრებოდნენ, რომლებმაც უთხრეს, რომ არ გაგვიშვებდნენ და გზა დაკეტილი იყო.
„დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში კი აზერბაიჯანის მხრიდან გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლების ხმა გვესმოდა. სამხედრო წვრთნები მიმდინარეობდა, თუმცა სოციალურ ქსელში როდესაც ეს ინფორმაცია გავახმაურე, როგორც ჩანს, რეაგირება მოჰყვა და სროლა საკმაოდ მალე შეწყდა.
„შემდეგ დავინახეთ, რომ სამხედრო მანქანებით უკან წავიდნენ. ჩიჩხიტურთან აზერბაიჯანელებმა გზა რომ გაიყვანეს, დაახლოვებით 40 წუთია, რაც სამხედრო ე.წ. „ვილისია“ გაჩერებული, საიდანაც რამდენიმე ოფიცერია გადმოსული და ტერიტორიას აკვირდებიან. აი, ეს მოცემულობაა, რაც გარეჯის მიმდებარედ დილიდან ხდება“,-აცახდებს ქაცარავა „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, სასულიერო პირებს, რომლებიც გარეჯში მოღვაწეობენ, ინფორმაცია გზის ჩაკეტვის შესახებ თავად მათ მიაწოდეს. ქაცარავა აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ კარგად იცის ადგილზე რაც ხდება, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას არ ახმაურებენ.
ქაცარავას განცხადებით, როგორც ჩანს, რაიმე კომპრომისზე წასვლას აზერბაიჯანული მხარე არ აპირებს. მისი აზრით, ამის ნათელი დასტური კი ჩიჩხიტურის მონასტერთან მისასვლელი გზის კვლავ ჩაკეტვაა. დავით ქაცარავას განცხადებით, წარმოუდგენელია, რომ მოლაპარაკებების პარალელურად აზერბაიჯანული მხარე გარეჯის მიდებარედ სამხედრო წვრთნებს ახორციელებს და სამხედროების რაოდენობას ზრდის.
„რეზონანსი“ ინფორმაციის გადამოწმებას საგარეო საქმეთა სამინისტროში შეეცადა, თუმცა ერთ საათიანი ლოდინის შემდეგ სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციასთან გადაგვამისამართა და სიტუაცისი გარკვევა ამ უწყებასთან გვირჩია. სასაზღვრო პოლიციიდან კი გარეჯის გარშემო სიტუაციაზე დამატებითი ინფორმაციის მიღება დღეს ვერ მოხერხდა.
ამის პარალელურად „რეზონანსი“ ინფორმაციის გარკვევას საპატრიქროს პრესსამსახურის უფროსსთან ანდრია ჯაღმაიძესთან შეეცადა, თუმცა სევე უშედეგოდ..
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა სავარაუდოდ ივნისის ბოლოს თბილისში გაიმართება.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, მეორე რაუნდის გამართვამდე ექსპერტები ადგილზე შეისწავლიან სიტუაციას.
„არის მიღწეული შეთანხმება, რომ სანამ გაიმართება მოლაპარაკების მეორე რაუნდი, ჩვენ ველით, რომ ექსპერტები ადგილზე შეისწავლიან სიტუაციას. ამისთვის არის მზაობა კომისიის ყველა მონაწილის მხრიდან და უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, სავარაუდოდ ივნისის ბოლოს, უკვე თბილისში გაიმართება მეორე რაუნდი. ის ნება, რომელიც გამოხატულია, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანის მხრიდან, ისე საქართველოს მხრიდან, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შესაძლებელია მიღწეულ იქნას ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
როგორც ცნობილია, ჩიჩხიტურის მონასტრამდე მისასვლელი გზა 12 წლის განმავლობაში, 2007 წლიდან ჩაკეტილი იყო. გზა 5 მაისს, აზერბაიჯაულმა მხარემ გახსნა, თუმცა 16 მაისის შემდეგ ის ისევ ჩაკეტეს და ჩიჩხიტურის მონასტრის ტერიტორიამდე მისვლას ვერავინ ახერხებდა. მაგრამ 28 მაისს ეს გზა ისევ გაიხსნა, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა სასულიერო პირებთან ერთად აღნიშნული ფაქტი კვლავ გააპროტესტეს.
საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც საზღვრის სადაო მონაკვეთზე მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გახსნეს, მაგრამ ქვეყანაში აჟიოტაჟი ამასთან დაკავშირებით არ შეწყვეტილა.