„ანაკლიის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია და გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით. შევეხეთ კონსტიტუციას და კონსტიტუციას შევუქმენით პრობლემები, რაც არის მძიმე დანაშაული. ამიტომ უნდა დაიწყოს გამოძიება“, - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემასა და ანაკლიის პორტის მშენებლობის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებულ სკანდალს.
„ანაკლიის პროექტზე, რომლიც დღეს იკვრება, ნებისმიერი აქტიურობა მძიმედ აღიქმება. ფოთის პორტის პროექტს არავინ ეწინააღმდეგება. ფოთის პორტს 100 წლის ისტორია აქვს და კიდევ 100 წლის ისტორია ექნება, მაგრამ ფოთის პორტის მოდერნიზაცია ისე უნდა მოხდეს, რომ ზიანი სოციალურ პრობლემებში არ გადაიზარდოს, ამაზეც უნდა იფიქროს ხელისუფლებამ.
„რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია და გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით. ე.ი. შევეხეთ კონსტიტუციას და კონსტიტუციას შევუქმენით პრობლემები. ეს არის მძიმე დანაშაული.
„ეს ინციდენტი ბოლომდე უნდა იქნას გამოძიებული და დადგინდეს ვინ იყო ლობისტი, ვისი ინტერესები იკვეთება, თორმე ვის რა როლი ჰქონდა, ასე მეც შემიძლია ვაბრახუნო გვარები“, -განაცხადა „რეზონანსთან“ გია ხუხაშვილმა.