ია აბულაშვილი
31.05.2019

 „შედეგების მიხედვით, რომელიც შუალედურ არჩევნებში დაიდო, ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებზე არ წავა. თუმცა, გამორიცხული არ არის აქცენტი გააკეთოს სამთავრობო ცვლილებებზე და ერთწლიან სამოქმედო გეგმაზე“, - აცხადებს  პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ საუბრისას.

„ხელისუფლებას  არ აწყობს ვადამდელი არჩევნები და ამის აუცილებლობას ვერც მე ვხედავ, რომ ვადამდელ არჩევნებზე წავიდეს და არ გამოვრიცხავ, რომ აქცენტი გააკეთოს სამთავრობო ცვლილებებზე და ერთწლინ სამოქმედო გეგმაზე. მაგრამ პროცესი ჯერ არ დამთავრებულა და ახლა ეპიცენტრი მთაწმინდაა. ვნახოთ, როგორ იმოქმედებს ხელისუფლება ქალაქის ცენტრში და რა შედეგებს დადებს. მოლოდინებიც ამის მერე გაჩნდება სამთავრობო ცვლილებეზე და სამომვალო გეგმებზეც.

„ოპოზიციაც არჩევნებს დაელოდება და შედეგის მიხედვთი დაიწყებს გადალაგებას.  მთაწმინდაზე შავგულიძის  გამარჯვება ოპოზიციას საშუალებას მისცემს იფიქროს მომავალ არჩევნებში საერთო კანდიდატებზე მაჟორიტარულ ოლქებში“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×