რეზონანსი
01.06.2019

იმ ცვლილებების მიხედვით, რომელიც  „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის,  მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მძღოლებისთვის AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება გახდება საჭირო.

„ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან დიდ უმრავლესობაში B კატეგორიის მართვის მოწმობის უფლების მინიჭება 18 წლიდან ხდება. აღნიშნული კატეგორიებისთვის მინიმალური ასაკი 17 წელი არის, საგზაო უსაფრთხოების ნორმები გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ამ ეტაპზე საქართველოში.

18 წლამდე ასაკის მართვის უფლების მქონე პირებს შემოსავლის მიღების მიზნით მგზავრთა გადაყვანა და შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა საქართველოში ისედაც ეკრძალებოდათ, თუმცა სამომავლოდ წარმოდგენილი ცვლილებებით, 18 წლამდე ასაკის პირს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ AM (მოპედი), T (ტრაქტორი) და B1 (კვადროციკლი) კატეგორიის-ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

"დღეისათვის მოპედის მეშვეობით ადგილზე მიტანის სერვისში ძალიან ბევრი 18 წლამდე ასაკის პირია დასაქმებული. აქედან გამომდინარე, კანონის ეს პუნქტები არარელევანტურია და შესაბამისად, მათი ამოღება ხდება“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×