რეზონანსი
01.06.2019

 (რეზონანსი) ესპანური საფეხბურთო კლუბის "სევილიას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტოკატასტროფაში ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი დაიღუპა. იგი 35 წლის იყო.

დაღუპულის ოჯახს უკვე გამოუცხადეს სამძიმარი "სევილიამ" და ლონდონის "არსენალმა", სადაც იგი წლების მანძილზე თამაშობდა.

რეიესი სევილიიდან მშობლიურ ქალაქ უტრერაში მიემგზავრებოდა, როდესაც მისი ავტომობილი რამდენიმე მაქანას შეეჯახა. დაიღუპა მასთან ერთად მყოფი მისი ოჯახის წევრიც.

რეიესი ასევე წსპანეთის 19 წლამდელთა ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×