რეზონანსი
01.06.2019

 (რეზონანსი) მინდა გითხრათ რომ ცოტა შეწუხებული ვარ, იმით რომ რაღაცები ისე ვერ ლაგდება ქვეყანაში, როგორც წარმომიდგენია და მინდა რომ იყოს. ძალიან მაწუხებს სიღარიბის პრობლემა, ვწუხვარ ამის გამო და ხშირად იუმორს ვაფარებ ხოლმე ჩემს დარდებს, გული რომ არ გავიტეხო და მაინც ვიბრძოლო არსებული პრობლემის დასაძლევად, - ეს განცხადება დეპუტატმა ენძელა მაჭავარიანმა გადაცემაში მძიმე კაცთან სტუმრობის დროს გააკეთა.

დეპუტატის აზრით, ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, რაც მას როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელს აწუხებს და გარკვეულ იმედგაცრუებას უჩენს.

ენძელა მაჭავარიანი ღიად აცხადებს, რომ სიღარიბის დაძლევის კუთხით საკუთარი გუნდით ბოლომდე კმაყოფილი არა. თუმცა იმედოვნებს, რომ მმართველ პარტიას ვითარების გაუმჯობესების უნარი შესწევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×