რეზონანსი
01.06.2019

 (რეზონანსი) ფოთის პორტთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებამ დაუშვა შეცდომა, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს შეცდომა გამოსწორდა, - ამი შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განცხადა. სერგეენკოს თქმით, შეცდომები შეიძლება მოხდეს ყველგან.

„შეცდომები ხდება სახელმწიფო უწყებებშიც, კერძო უწყებებშიც და პიროვნულად ადამიანების მხრიდანაც. ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ რაღაც სისტემა შეცდომის გარეშე მუშაობდეს. მე რასაც ვადევნებდი თვალყურს და რის საქმის კურსშიც ვარ ამ თემასთან დაკავშირებით - ეს იყო უწყების შეცდომა და ეს შეცდომა გამოსწორდა. პრობლემად აღიქვეს ის, თუ რატომ მოხდა შეცდომა. ჩემი აზრით, ეს, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ უწყებამ ეს შეცდომა გამოასწორა, არ გაჯიუტებულა და არ დაუწყია ჯიქურ იმის გატანა, რომ ეს შეცდომა არ ყოფილა. ჩვენ ასეთი ჯიუტად მიყოლის სამწუხარო შემთხვევებიც გვახსოვს. კარგი იქნება, რომ შეცდომა საერთოდ არ ხდებოდეს, მაგრამ როდესაც შეცდომა ხდება, ამოცანა არის ამ შეცდომის სწრაფად გამოსწორება, რაც დავინახეთ ამ შემთხვევაში", - განაცხადა სერგეენკომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×