რეზონანსი
02.06.2019

ეს წუთია  მადრიდში, "ატლეტიკოს" სტადიონზე დასრულდა ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის გათამაშება,  ფინალის პირველი ტაიმი „ლივერპულსა“ და „ტოტენჰემს“ შორის 1:0 დასრულდა, მერსისაიდული გუნდის სასარგებლოდ.

ანგარიში „ლივერპულის“ ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა გახსნა უკვე 25-ე წამზე. ლივერპულელი სადიო მანეს პასის შემდეგ, ბურთი ხელში მოხვდა „ტოტენჰემის“ ნახევარმცველს მუსა სისოკოს და დაინიშნა პენალტი, რომელიც ეგვიპტელმა გამოიყენა.

მეორე ტაიმში "ლივერპულის" მწვთნელმა მოედანზე ფიმინოს ნაცვლად დივოკ ორიჯი შეუშვა, რომელმაც 87-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა და თამაშის ბედი გადაწყვიტა. საბოლოო ანგარიშით 2:0 ლივერპულმა იმარჯვა და მეექვსედ დაეუფლა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტიტულს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×