ია აბულაშვილი
02.06.2019

 „უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების ყველაზე დიდი შანსი აქვს შალვა თადუმაძეს, რადგან ეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა“, - ასე ეხმაურება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხს.

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი სია, რომელიც იუსტიციის საბჭომ გამოაქვეყნა და უახლოეს დღეებში პარლამენტს წარედგინება, ამ 144 კანდიდატიან სიაში მოხვდა დღეს მოქმედი გენერალცრი პროკურორი შალვა თადუმაძე, რომელიც  ამ თანამდებობას 2018 წლის ივლისიდან იკავებს. 

„ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შალვა თადუმაძე იკავებდა მთავრობის საპრლამენტო მდივნის, ხოლო შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თაამდებობას.

„ყველაზე დიდი შანსი აქვს დღეს მოქმედ გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს, მანამდეც, სანამ უზენაესი სასამართლოს მომსამართლეების შესარჩევ სიაში მოხვდებოდა. ყველაზ მეტი შანის მას აქვს, რადგან ეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვტილებაა. პროცესები, რომელიც დღეს ქვეყანაში სასამათრლო სისტემასთან დაკავშირებიც მიმდინარეობს, იმის გამოხატულებაა, თუ როგორ აღიქვამს ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი მართლმსაჯულებას და სასამართლო ხელისუფლებას“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლია მუხაშავრიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×