რეზონანსი
02.06.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდში სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წინ მოძრაობა " ერთად სახლში - საქართველომ" აქცია გამართა. აქციაზე არასრულწლოვანები სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტებით იდგნენ.

როგორც აქციის ორგანიზატორმა ლექსო აკობიამ განაცხადა, ბავშები, რომლებიც აქციაზე იმყოფებიან, არიან საკუთარი ნებით გამოსულები და ეს შეთანხმებულია მათ მშობლებთან.

"ვაპროტესტებთ დღევანდელ ვითარებას და გვინდა რომ ხელისუფლებას მივაწვდინოთ ხმა. პირველ რიგში რუსეთი არის ოკუპანტი, გვინდა მივაწვდინოთ ხმა რომ დღეს ქვეყანაში 70000 ბავშვი შიმშილობს და არა რუსეთს. "- აცხადებს აქციის ორგანიზატორი ლექსო აკობია.

წყარო სმო.ჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×