რეზონანსი
02.06.2019

 (რეზონანსი) "შერატონ მეტეხი პალასში" ნინო ბურჯანაძის პარტიის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა. პარტიის ლიდერთა გადაწყვეტილებით ამიერიდან პარტიის სახელწოდება იცვლება და მას დღეიდან "ერთიანი საქართველო, დემოკრატიული მოძრაობა" დაერქმევა. პარტიის ლიდერებმა დელეგატებს მიმდინარე ცვლილებას და იმ პოლიტიკურ მიმართულებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელზეც მოძრაობა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის იმუშავებს.

პარტიის წევრებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რუსეთთან დიალოგია აუცილებელი, რადგან პრობლემა, მათი აზრით, მხოლოდ ამ გზით მოგვარდება.

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" პოლიტიკური მდივანი, გიგლა ბარამიძე ამბობს, რომ პარტია საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ბაზების ყოფნას ეწინააღმდეგება და ევროკავშირში გაწევრიანება სურს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×