რეზონანსი
02.06.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ წმინდა ნინოს დღესასწაულზე, მრევლთან ერთად ჯვრით ხელში, წმინდა ნინოს გზის გავლას საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ყველა აღმსარებლობის ადამიანის პრეზიდენტი და საერო პირისგან საკუთარი რწმენის საჯარო დემონსტრირებ ერთმორწმუნეობის პრიორიტეტულობასთან მივყავართ.

„ყველა მორწმუნე პატივისცემას იმსახურებს. ამასთანავე, საერო პირისგან ამის აქცენტირებული საჯარო დემონსტრირება თვითონ მისივე სარწმუნოების ძირითად მცნებებთან შედის წინააღმდეგობაში. და თუ ეს საერო პირი საერო ხელისუფლებას წარმოადგენს მრავალეროვან ქვეყანაში, ეს უკვე სახუმარო აღარ არის და სახიფათო ფორმები შეიძლება შეიძინოს. ერთი ასეთი ეპიზოდი უკვე გვქონდა დავით-გარეჯთან დაკავშირებით, როდესაც კონკრეტულმა პოლიტიკურმა პრობლემამ ლამის რელიგიური, მსოფლმხედველობრივი განზომილება შეიძინა. პრეზიდენტი უნდა იყოს მორწმუნე და ეს მისასალმებელია. მაგრამ, ამასთანავე თუ რამის აქცენტირებულად დემონსტრირებას უნდა ახდენდეს, ეს არის ის, რომ ის ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტია, მართლმადიდებლის, კათოლიკეს, მუსულმანის და ა.შ. იმ ნარატივს კი, რომლის დემონსტრირებასაც ის ახდენს, მივყავართ ერთმორწმუნეობის პრიორიტეტულ პრინციპთან, ანუ გასაგაებია სადაც" - წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×