მარიამ ბოლქვაძე
02.06.2019

 ის ფაქტი, რომ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე შეიტანა განაცხადა, ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ იგი თანამდებობიდან გადადგება და მოსამართლე გახება. ამის შესახებ „რეზონანსთან“ საუბარში პარლამენტარმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

„ჯერჯერობით ამაზე მსჯელობა ნაადრევია იქიდან გამომდინარე, რომ სამდონიანი ფილტრი, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლემ დანიშვნამდე უნდა გაიაროს, მას ჯერ არ გაუვლია. ეს მოვლენა კანონის პროცედურების დაცვას მოითხოვს“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისი თქმით, ყველა კანდიდატი უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანამდებობის დაკავებამდე შემოწმების სამდონიან სისტემას გადის: იუსტიციის საბჭო ადგენს გრძელ სიას; ამ სიის საფუძველზე პირველადი შერჩევა ხორციელდება იუსიტიის უმაღლესი საბჭოს მიერ; და ბოლოს, იურიდიული კომიტეტი მოსმენას გამართავს და მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ, მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება მოსამართლის დანიშვნა-არდანიშვნის შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×