რეზონანსი
03.06.2019

 (რეზონანსი) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის მიმდებარედ არსებულ ტყეში გაუჩინარებული 23 წლის ბიჭის სამძებრო და საძიებო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების დამატებითი სამაშველო ჯგუფი ჩაერთო.

ისინი უკვე ადგილზე იმყოფებიან და ტერიტორიის დათვალიერებას მდინარე „ლუხუნის" ხეობასა და მთებში ახორციელებენ.

საძიებო ტერიტორიაზე არსებული ურთულესი რელიეფის გამო, პროცესებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

ახალგაზრდა მამაკაცი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან 22 მაისს გავიდა და მთის ფერდობზე არსებული ტყის მასივისკენ გაემართა, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×