თამარ შუკვანი
03.06.2019

 პარლამენტარი ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ არაფერი სმენია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ შესაძლო გადასვლის შესახებ. თუმცა, მისი თქმით, ასეთი გადაადგილება გამართლებული არ არის.

არაოფიციალური ინფორმაცია კობახიძის საკოსტიტუციო სასამართლოში გადასვლაზე დღეს გავრცელდა. როგორც გეგიძემ „რეზონანსს" განუცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე სხვა კანდიდატურას ისურვებდა, რადგან, მისი თქმით, ამ შემთხვევაში დამოუკიდებლობის მეტი ხარისხი იქნება.

„აჯობებდა სხვა კანიდიდატურა ყოფილიყო, რადგან ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარეა და გარდა ამისა, პარტიაშიც უკავია თანამდებობა. ასე რომ, როდესაც საუბარია სასამართლოზე, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოზე, დამოუკიდებლობის მეტი ხარისხის მქონე კანდიდატი იქნებოდა მისაღები," - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×