„ჯერ-ჯერობით საორგანიზაციო სამუშაოები მიდის. 12 ივნისს ვიწვევთ ყველას, ვისაც ჩვენთან თანამშრომლობა უნდა. ვინ იქნებიან ჩვენი პარტიის წევრები, ამას 20 ივნისის ღონისძიებაზე გაიგებს საზოგადოება. წინასაწრ შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ პარტია „სამართლიანობისთვის“ არ იქნება არც „ნაციონალების“ და არც „ოცნების“ ორბიტაზე“, - აცხადებს პარტია „სამართიანობისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გედევან ფოფოხაძე.
„პარტია „სამართიანობისთვის“ დამფუძნებელები ვართ ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე და მე. ჯერ-ჯერობით საორგანიზაციო სამუშაოები მიდის. 12 ივნისს ვიწვევთ ყველას, ვისაც ჩვენთან თანამშრომლობა სურს. 20 ივნისს კი პარტიის ყრილობა გაიმართება და აქ გაცხადდება სამომავალო გეგმები, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას სამართლიანობის დროშით.
„წინასწარ მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ პარტია „სამართლიანობისთვის“ არ იქნება არც „ნაციონალების“ და არც „ოცნების“ ორბიტაზე. იქნება სრულიად ახალი პოლიტიკური ძალა, ახალი იდეების გენერატორი, ამომავალი წერტილი კი - სამართლიანობის იდეა.
„არ ვადასტურებ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება ჩვენი პარტიის წევრი, რადგან ამაზე საუბარიც არ ყოფილა. რაც შეეხება ლევან გოგიჩაიშვილს, მის განცხადებიდან გამომდინარე, მას უჭირს ჩაერთოს აქტიურ პარტიულ ცხოვრებაში.
„პარლამენტის სხვა წევრებთან, ბუნებრივია, ვაპირებთ თანამშრომლობას, ისე, როგორც ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ვინც სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვის. პარტია ღია იქნება ახალგაზრდებისთვის, რადაგნ მათ სჭირდებათ პოლიტიკური სივრცე“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გედევან ფოფხაძემ.