(რეზონანსი) სრულიად "ფეისბუქი" მოიცვა აფხაზეთის ომის დროს დაკარგული ბიჭის ამბავმა, რომელმაც ოჯახს 24 წლის შემდეგ მიაგნო. დედა-შვილის შეხვედრის ემოციურ ვიდეოს "სენაკის ქრონიკა" ავრცელებს. ვიდეო მარტვილის რაიონის სოფელ ნაგებერაოშია გადაღებული, სადაც ახალგაზრდას ნამდვილი ოჯახი ცხოვრობს.
"ძალიან ემოციურია ჩემთვის ამ ყველაფრის დაწერა, მოკლედ, ეს ბიჭი არის დათო, აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა, დადიოდა სხვადასხვა ქალაქებში, ხან სად ათევდა ღამეს და ხან სად, მამაჩემი შემთხვევით წააწყდა ბათუმში, როცა ის უპატრონოდ იყო, წამოიყვანა ბათუმიდან და ჩვენს ოჯახში და-ძმასავით ვიზრდებოდით, დათო მაშინ 7-8 წლის იქნებოდა როცა მამამ იპოვა, შემდეგ ჩვენმა უშვილო ახლობლებმა იშვილეს და ძალიან ბედნიერად ცხოვრობდა ეს წლები. პარალელურად თვითონაც და ჩვენც მისი ნამდვილი ოჯახის ძებნა არასდროს არ შეგვიწყვეტია,წლების შემდეგ მოხდა სასწაული და სრულიად შემთხვევით იპოვა ნამდვილი ოჯახი, დანარჩენს თავად ხედავთ ვიდეოში" - წერს ვიდეოს კომენტირებისას სალომე ბუცხრიკიძე, რომლის ოჯახშიც როგორც ირკვევა, დაკარგული ბიჭი წლების განმავლობაში ცხოვრობდა.
ამბები.ჯი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე