რეზონანსი
03.06.2019

 (რეზონანსი) სრუ­ლი­ად "ფე­ის­ბუ­ქი" მო­იც­ვა აფხა­ზე­თის ომის დროს და­კარ­გუ­ლი ბი­ჭის ამ­ბავ­მა, რო­მელ­მაც ოჯახს 24 წლის შემ­დეგ მი­აგ­ნო. დედა-შვი­ლის შეხ­ვედ­რის ემო­ცი­ურ ვი­დე­ოს "სე­ნა­კის ქრო­ნი­კა" ავ­რცე­ლებს. ვი­დეო მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­გე­ბე­რა­ო­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­დაც ახალ­გაზ­რდას ნამ­დვი­ლი ოჯა­ხი ცხოვ­რობს.

"ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია ჩემ­თვის ამ ყვე­ლაფ­რის და­წე­რა, მოკ­ლედ, ეს ბიჭი არის დათო, აფხა­ზე­თის ომის დროს და­ი­კარ­გა, და­დი­ო­და სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში, ხან სად ათევ­და ღა­მეს და ხან სად, მა­მა­ჩე­მი შემ­თხვე­ვით წა­ა­წყდა ბა­თუმ­ში, როცა ის უპატ­რო­ნოდ იყო, წა­მო­იყ­ვა­ნა ბა­თუ­მი­დან და ჩვენს ოჯახ­ში და-ძმა­სა­ვით ვიზ­რდე­ბო­დით, დათო მა­შინ 7-8 წლის იქ­ნე­ბო­და როცა მა­მამ იპო­ვა, შემ­დეგ ჩვენ­მა უშ­ვი­ლო ახ­ლობ­ლებ­მა იშ­ვი­ლეს და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და ეს წლე­ბი. პა­რა­ლე­ლუ­რად თვი­თო­ნაც და ჩვენც მისი ნამ­დვი­ლი ოჯა­ხის ძებ­ნა არას­დროს არ შეგ­ვი­წყვე­ტია,წლე­ბის შემ­დეგ მოხ­და სას­წა­უ­ლი და სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით იპო­ვა ნამ­დვი­ლი ოჯა­ხი, და­ნარ­ჩენს თა­ვად ხე­დავთ ვი­დე­ო­ში" - წერს ვი­დე­ოს კო­მენ­ტი­რე­ბი­სას სა­ლო­მე ბუ­ცხრი­კი­ძე, რომ­ლის ოჯახ­შიც რო­გორც ირ­კვე­ვა, და­კარ­გუ­ლი ბიჭი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და.

ამბები.ჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×