რეზონანსი
04.06.2019

 რუსთავში მენინგიტით 34 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი დაცვის სამსახურში "ჯეო სექიურიტში" მუშაობდა და "კლინიკა რუსთავის" დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

მამაკაცი თავდპირველად სწორედ აღნიშნულ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, მოგვიანებით კი თბილისში, ინფექციურ განყოფილებაში გადაიყვანეს.

მენინგოკოკური ინფექცია სწრაფად გადაიზარდა სეპტიკურ შოკში ჰიპოტენზიით, რაც აციდოზითა და დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედებით გამოიხატა. სამწუხაროდ, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×