რეზონანსი
04.06.2019

 სპორტსმენი, ყოფილი პარლამენტარი ლუკა კურტანიძე, სოციალური ქსელიდან, დავით კირკიტაძის გათავისუფლებას ეხმიანება:

"ღმერთმა იცის არავის ციხეში ყოფნა და დასჯა არ მინდა. ...  ამიტომაც წინა სტატუსით  გავატარე კირკიტაძის პატიება...  მაგრამ ეს ხალხი კირკიტაძები სააკაშვილები უგულავები და მსგავსნი მიწაზე რომ გვასწორებდნენ რკინის არმატურებით გვჩეხავდნენ, სიცოცხლეს გვართმევდნენ, ყველას განურჩევლად  წარსულისა, დაგვცინოდნენ  და დღეს კიდევ როცა საშუალება ეძლევათ წიხლსაც გვთავაზობენ, რომ არაფერი ვთქვათ გაუგონარ ლანძღვა გინებაზე და ყოველდღიურ ცილისწამებაზე ამათვის ყველაფერი მოსულა?..

ჩვენ კი სიცოცხლეში ჯოჯოხეთი გამოგვატარეს  ამ ხალხმა და ჩვენი ღირსება ვინ? როდის და როგორ უნდა  დავიცვათ?!  მეგობრებო დაიჯერეთ, რომ ამ ტურების ხროვას, როცა საშუალება მიეცემა, კირკიტაძე  წიხლებს არ დაგვამადლის, სააკაშვილი კი სიკვდილს ციხეს და ა. შ." - წერს კურტანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×