რეზონანსი
04.06.2019

 ქუთაისის საკრებულოს დეპუტატ ნანა კოსტავას ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება იურისტი ინგა ბერიკაშვილი:

“ნანა კოსტავას საქციელს ვერ მოვიწონებ, პირიქით ვგმობ, მაგრამ მასზე უარესი უთქვამთ სხვებს, მაგრამ ასე გამწარებული არავინ მინახავს, რასაც ახლა

ვხედავ!  პრეზერვატივით ჯვარი რომ გამოსახა წყევლა და კრულვა არ დააკელით იმ გოგოს “მორწმუნეებმა” და ახლა კოსტავაზე უკეთესები რითი ხართ?  იმას თავისი წილი ცოდვაც ეყოფა როცა სიწმინდეს შეურაცხყოფს, მაგრამ ქალის ასეთი ბულინგი გაუაზრებელ წინადადებაზე სად წერია? მორალურად მოკალით უკვე

და იქნებ ახლა მაინც დაწყნარდეთ?

ისე კარგი იქნება ასეთი რეაქცია მათ მიმართ რომ გქონდეთ, ვინც ჩვენს რელიგიას, უწმინდესს და სხვა წმინდანებს შეურაცხყოს!  დარწმუნებული ვარ ეს წინადადება გაუაზრებლად დაწერა, მაგრამ ისინი მაინც ნუ წყევლით ამ კოსტავას, ვინც ამ საქვიელის გამო დღე და ღამე წყევლიდით იმ ოჯახს…. საკრებულოში

და პარლამენტში რეალური მკვლელები, ზონდერები და მწამებლები სხედან და კოსტავას ასეთი ბულინგი ალოგიკურია!”- წერს ინგა ბერიკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×