რეზონანსი
04.06.2019

 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში 36 წლის კაცი მოკლეს. ბექა ჭაბაშვილი მეგობარს ცემაში შემოაკვდა. კონფლიქტს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რომელიც ფიზიკურში გადაიზარდა. გარდაცვლილის ოჯახში ჰყვებიან, რომ ორივე მათგანი თანასოფლელთან დაბადების დღეზე იმყოფებოდა, თუმცა რა გახდა მკვლელობის კონკრეტული მოტივი, არ იციან. დაპირისპირების დროს ორივე მათგანი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო.

ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×