რეზონანსი
04.06.2019

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესის ექსგუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. უკრაინული  მედიის ცნობით, ამის შესახებ რადაში ზელენსკის წარმომადგენელმა რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა. „რაც შეეხება სააკაშვილს, ეს საკითხი განიხილება", - აღნიშნა სტეფანჩუკმა.

მისივე თქმით, ახალი პრეზიდენტის გუნდი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და სურთ, რომ რაც შეიძლება ბევრი საინტერესო ადამიანი მიიზიდონ.

სააკაშვილი უკრაინაში 29 მაისს ჩავიდა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ მას უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა. მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ექსპრეზიდენტ პოროშენკოს განკარგულებით 2017 წლის 26 ივლისს ჩამოართვეს.

(იმედინიუსი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×