რეზონანსი
04.06.2019

 პოლონეთში ჩადენილი გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს უკრაინა პოლონეთის მართლმსაჯულებას გადასცემს. კიევის პროკურატურის პრესცენტრის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება კიევის სააპელაციო სასამართლომ მიიღო. ამ დროისთვის ბრალდებული ექსტრადიციისთვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს.

უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია 39 წლის მამუკა ხეცურიანზე, რომელსაც სამართალდამცველები პოლონეთს ქალაქ ლოძში, 28 წლის ქალის სასტიკი მკვლელობის ბრალდებით ეძებდნენ. ის გასული წლის ნოემბერში კიევში, უკრაინის პოლიციის, საქართველოს სამოკავშირეო ოფიცრისა და ინტერპოლის ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×