რეზონანსი
04.06.2019

ზაზა სარალიძეს ადვოკატები ვერ უკავშირდებიან. შესაბამისად, მიხეილ კალანდიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებაზე ოჯახთან არ შეთანხმებულან. როგორც ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ „პრაიმტაიმს“ განუცხადა, სარალიძესთან შეუთანხმებლად ჯერჯერობით ვერ იტყვის, არის თუ არა მიხეილ კალანდია დავით სარალიძის „ნამდვილი მკვლელი“, რომლის დაკავებითაც მოკლული არასრულწლოვნის მამა სამართლიანობისთვის ბრძოლას დაასრულებს. ლონდარიძე ადასტურებს, რომ დაზარალებული ოჯახი კალანდიას დაკავებას ელოდა.

"მოლოდინი გვქონდა, თუმცა, არ ვიცოდით, კალანდიას დღეს თუ დააკავებდნენ" - აღნიშნა ადვოკატმა.

პროკურატურა კალანდიას დანაშაულის დაფარვას ედავება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×