რეზონანსი
04.06.2019

  ზაზა სარალიძემ მიხელ კალანდიას დაკავებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. 

„ფაქტობრივად ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია მაგრამ წინ არის სასამართლო პროცესი, თუ როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას და შეეცდება თუ არა მის ე.წ. „გაპრავებას". დაველოდოთ მოვლენებს", - განაცხადა სარალიძემ.

მისი თქმით, მოლოდინი ჰქონდა რომ კალანდიას დააკავებდნენ. მის მიერ შიდაგამოძიების დროს, მან კალანდიას ბრალეულობა დაადგინა.

„ეს სამართალი საჭირო იყო, იმისთვის რომ მსგავსი პრეცენდენტები არ განმეორდეს ვნახოთ როგორ დაასაბუთებენ ძალოვანი უწყებები, რატომ მოხდა ეს ასე და რატომ გაჭიანურდა გამოძიება", - აღნიშნა სარალიძემ.

სარალიძის თქმით, განცდა იმისა, რომ სამართალი აღდგა, იქნება მაშინ როდესაც ყველა პირი იქნება დასჯილი. „იქ არის კიდე დამნაშავე პირები, რომლებმაც ჩაიდინეს სხვადასხვა დანაშაული როგორც არასრულწლოვნებმა ისე სრულწლოვნებმა", - აღნიშნა სარალიძემ.

3 ივნისს, სააპელაციომ დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში არასრულწლოვანი გ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

რაც შეეხება გ.ბ.-ს, მის მიმართ ბრალდების საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ის დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ უდანაშაულოდ ცნო.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ.

ამასთან, ორივე მათგანს შეეცვალა სასჯელის ზომა და 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ასევე, მიმდინარე წლის 22 მაისს ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების გამო ბრალდებულ არასრულწლოვანს დ.ღ.-ს განაჩენი გამოუტანეს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.

მკვლელობის საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება, მას შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×