რეზონანსი
04.06.2019

 ბილაინმა, საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრმა, მომხმარებლების მომსახურების კიდევ უფრო გამარტივებისა და გაუმჯობესების მიზნით, ახალ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ჩატ-ბოტი  სუპერ • ბი დანერგა. ჩატ-ბოტი ქართულად საუბრობს და ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, Facebook Messenger -ის მეშვეობით. შესაბამისად, სუპერ • ბი -ს გამოყენებისთვის საკმარისია მომხმარებელს ქონდეს Facebook -ის ანგარიში. ჩატ-ბოტის შექმნაზე იმუშავა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ექსკლუზიურად მომუშავე ქართულმა კომპანიამ  Pulsar AI. 

საქართველოს ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიაში სუპერ • ბი  პირველი მულტიფუნქციური, მესინჯერზე დაფუძნებული ჩატ-ბოტია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს უკვე ბევრი მომსახურების მიღება შეუძლია, მათ შორის:

ბალანსის შევსება საკუთარ და სხვის ნომერზე

თანხის გადარიცხვა ნომრიდან ნომერზე

ბალანის შემოწმება

მიმდინარე მომსახურებების, პაკეტებისა და ტარიფების შემოწმება

განვადების დეტალების შემოწმება

დეტალური ამონაწერის მიღება

კრედიტის, ტარიფისა და პაკეტების გააქტიურება/გათიშვა

ინფორმაციის მიღება ბილაინის მომსახურებების შესახებ.

სამომავლოდ სუპერ • ბი ახალ ფუნქციებსაც შეიძნეს და მომხმარებლებს კიდევ უფრო სრულყოფილ მომსახურებას შეთავაზებს. ბილაინის მიზანია, უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი იყოს მომხმარებლსთვის კომპანიასთან კომუნიკაცია და ბილაინის მომსახურებებისა თუ პროდუქტების გამოყენება.

სუპერ • ბი -სთან დასაკავშირებლად, ეწვიეთ: https://www.facebook.com/superbuperb/

(ბიზნესპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×