რეზონანსი
04.06.2019

  არსებული ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებული მირზა სუბელიანი საპატიმროს 8 ივლისს დატოვებს. 

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი გასული წლის 9 ივნისს დააკავეს.

თავდაპირველად მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალა და სუბელიანი დამნაშავედ დანაშაულის დაფარვისთვის სცნეს. სუბელიანს სასამართლომ 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, სუბელიანმა გამოძიებას დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვანი დანაშაულიდან რამდენიმე საათში მისი ნათესავების, კალანდიების სახლში ნახა და ამის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია არ მიაწოდა.

შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×