ია აბულაშვილი
04.06.2019

 „მთაწმინდაზე მსგავსი არაფერი ხდება, ეს არის პოლიტიკოსების ერთგვარი ხრიკი და აპრობირებული მეთოდი - ითამაშონ ადამინის ნერვულ სისტემაზე, მაგრამ მე ვერავინ მწყობრიდან ვერ გამომიყვანს, უარესი ბოდვები მომისმენია ავადმყოფებისგან“, - ასე ეხმაურება მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განაცხადებას.

ბოკერიას განცხადებით, მთაწმინდაზე ხელისუფლება პატიმრობიდან გათავისუფლებელი კრიმინალების მობილიზებით ცდილობს ამომრჩევლის დაშინებას და კრიმინალების მობილიზება ხდება პოლიციის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციაში.  ასევე „ქართული ოცნება“ ხმების მობილიზების მიზნით, ცდილობს გამოიყენოს პატიმრებისა და მათი ოჯახების მდგომარეობა.

„მთაწმინდაზე მსგავსი არაფერი ხდება, მაგრამ ენას ძვალი არა აქვს და ღმერთმა დამიფაროს ვინმეს რაიმეს თქმა ავუკრძალო. ეს არის პოლიტიკოსების ერთგვარი  ხრიკი და აპრობირებული მეთოდი - ითამაშონ ადამიანის ნერვულ სისტემაზე. მაგრამ მე ვერავინ მწყობრიდან ვერ გამომიყვანს, უარესი ბოდვები მომისმენია ავადმყოფებისგან. არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელიც ექიმს მწყობრიდან გამოიყვანს.

„პოლიტიკურ ველზე შექმნან ასეთი განწყობა - ეს მათი საქმეა და ფიქრობენ, რომ  რაც მეტ ცუდს ილაპიარკებენ, უფრო მაგრები  არიან. უკვე განსახილველი თემა გახდა მათი ნათქვამი,  გაზეთის ფურცლებზეც დაიწერა და მეც კომენტარს ვაკეთებ. ეს არის მათი მიზანი - ოპონენტი თავის მართლების რეჟიმში ჩააყენონ, მაგრამ მე თავის მართლება არ მჭირდება, ვაკეთებ ჩემს  საქმეს, ვხვდები ამომრჩეველს და ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს მთაწმინდას აწუხებს. 

„თვითონ მთაწმინდელი ვარ და ამ ხალხმა კარგად იცის, რა ცხოვრება მაქვს გავლილი, მათი ბებიები და ბაბუებიც კი მიცნობდნენ. ისევ თვითონ  წამოეგებიან თავის დაგებულ მახეში“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლადო კახაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×